მაისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა ამერიკასა და ევროპაში. სწორედ ამ თვის განმავლობაში, კერძოდ, 25-31-მაისის კვირაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სხვადასხვა აქტივობა იგეგმება.
25 მაისი: ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობა (ბლოგი - ციფრული მასალა საიტისა და სოც. ქსელისთვის) თსუ საკონსულტაციო ცენტრის ფსიქოლოგები;
27 მაისი: დაბრუნება იზოლაციიდან რეალობაში (კვლევების მიმოხილვა-ციფრული მასალა) - მარიამ ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი;
27 მაისი - დაბრუნება იზოლაციიდან რეალობაში - ეფექტური კომუნიკაცია (ვიდეო-როლიკი) - ქ-ნი თამარ გაგოშიძე, თსუ ფსიქოლოგიისა განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
30 მაისი - ბრაზის მართვის ტრენინგი - მარიამ ფანჯიკიძე;
30 მაისი - ინფორმაცია ფსიქოლოგიური ტრავმის შესახებ (ციფრული მასალა) თსუ საკონსულტაციო ცენტრის ფსიქოლოგები;
31 მაისი - სტრესის მართვა (ბუკლეტები) თსუ საკონსულტაციო ცენტრის ფსიქოლოგები.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეულს აღნიშნავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ CBHE ინსტიტუციური განვითარების პროექტის „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (E-PSY)" ფარგლებში. პროექტის მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ჩამოყალიბება და ხელშეწყობა.